სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი დავით ნარმანია იმალება.
თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეეცადნენ, რომ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე მერიის საპარკინგო ტერიტორიაზე არ შეეშვათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს დასავლურ კურსს და იძლევა პირობას, რომ შემოდგომაზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სამშაბათის პრაიმერებში ხუთივე შტატში გაიმარჯვა, ჰილარი ქლინთონმა კი 5-იდან 4 შტატში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა.
ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამი მცირე პრობლემაა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილოს.
შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში.
აღსანიშნავია, რომ ”ევროპის სახალხო პარტია” ზაფხულის სესიასთან დაკავშირებული ჩანაწერის წინააღმდეგი იყო, თუმცა EPP-ს შესწორება ჩავარდა.
სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, - აცხადებს ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრი იაცეკ საირუშ ვოლსკი.
ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა მისი ოჯახისთვის გირაოში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.