სომხეთის დედაქალაქ ერევანში 25 აპრილს დაახლოებით 10 საათზე ავტობუსი აფეთქდა.
აფეთქება ქალაქის ცენტრში სამგზავრო ავტობუსში მოხდა და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 10-მდე მგზავრი.
"მე პირადად არასოდეს გავუკონტროლებივარ ბიძინა ივანიშვილს და ასევე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, "france 24" -ის ეთერში გააკეთა.
უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კითხვაზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია გახსნილად აცხადებს, რომ პრეზიდენტი უნდა მოიქცეს კარგად. დეპუტატი აკონკრეტებს, რომ მარგველაშვილი ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქვეყანას სჭირდება.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა.
"გურჯაანის გამგეობის შენობაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ შესაბამისი სამსახურები დღეს დადებენ დასკვნას, დღესვე გაიგებს საზოგადოება რა მოხდა სინამდვილეში" - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი გერგიძემ გააკეთა.
სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულ ბაღდათის გამგებელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.
ჩერნობილში 30 წლის წინათ მომხდარი ბირთვული კატასტროფისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად უკრაინაში ღონისძიებები იმართება. სირენების ხმა ზუსტად იმ დროს გაისმა, როგორც ეს 1986 წლის 26 აპრილს, დილის საათებში რეაქტორზე მომხდარი აფეთქებისას.
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოს ეწვია და შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს.
ამ წუთებში ვროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.