ვიცე-პრემიერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს. იგი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არასწორი იქნება.
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან "ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. კალაძე არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, იქნება თუ არა ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა. მან განმარტა თუ რას გულისხმობს ახალი ეტაპი და აღნიშნა, რომ სადღეისოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არ არსებობა.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთის სამხედრო მისიაში გამგზავრების ცერემონია გაიმართა. ავღანეთში მიემგზავრებიან მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი, ასევე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი და გვარდიის ოცეული. ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესწრებოდა. მან ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და მათ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაერო-ში მირიან ფოფხაძეს შეხვდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბელგიის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ძმებიდან ერთ-ერთის, იბრაჰიმ ბაქრაოუის დეპორტირება გასულ წელს თურქეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ჟენევის დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება იმ ფონზე როცა ბელგიის სამართალდამცველები სამშაბათს ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების ერთ-ერთ მონაწილეს, ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულ, გაქცევაში მყოფ მე-4 მამაკაცს ეძებენ. დანარჩენი სამი კი პოლიციამ უკვე დაასახელა. ესენი არიან: ნაჯიმ ლაახრაოუი და ძმები ხალიდ და იბრაჰიმ ელ ბაქრაოუიები. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს. ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში 11.00 საათზე გაიმართება.
სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების შედეგადად დაჭრილი უამრავი ადამიანი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.