გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გუშინ საზოგადოებას წარუდგინეს მთავრობის რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველი ნაწილი - პროფესიული განათლების რეფორმა.
ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ხუთშაბათს მოსკოვში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარ მხარდამჭერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდა.
ბელგიის პოლიციამ, სამშაბათს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300-სზე მეტი დააზიანა, ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
ბოსნიის ყოფილი სერბი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი 1992-95 წლებში გენოციდის ჩადენისა და სამხედრო დანაშაულობათა ბრალდებით გასამართლდა და 40 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის წევრები ეხმაურებიან.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (24 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0137 პუნქტით გაუფასურდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენას მიესალმება.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირების საკითხზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ ტექსტთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების კუთხით "საეჭვოდ, ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად", - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი იმ პირების დასახელება, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყვნენ, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მათ სიაში საზოგადოება 20/30-ის წევრებიც აღმოჩნდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.