ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ გერმანია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, იგი ესაუბრა ბელგიის პრემიერ მინისტრს ჩარლზ მიშელს და გერმანელი ხალხის მხრიდან სოლიდარობა გამოუცხადა.
ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ევროკავშირმა შესაძლოა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ახალი რეგულაციები შეიმუშაოს. იტალიის პრემიერ მინისტრი მატეო რენზი მიიჩნევს, რომ უნდა შექმნან ახალი ხელშეკრულება, რომელიც ევროპაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს შექმნის.
ბელგიის პოლიციის წყაროები ძმებს, ელ ბაქრაოუებს 2 "თვითმკვლელად" ასახელებს, რომელთაც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებები განახორციელეს, ამის შესახებ BBC ამ წუთებში ბრიუსელის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
ბელგიამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ რაც ქვეყნის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 34 ადამიანი მოკვდა და დაახლოებით 250 დაიჭრა.
ინტერპოლმა დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის წამყვანი კანდიდატები დემოკრატი ჰილარი ქლინთონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი არიზონას შტატში გამართული პრაიმერების დიდი უპირატესობით გამარჯვებულები გახდნენ.
ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს, - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მინსკში გამართული შეხვედრის დასაწყისში გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ქართველებისთვის "უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“.
მას შემდეგ რაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ბრიუსელში სამშაბათ დილით ტერორისტული აქტები განხორციელდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეერთებული შტატების მოქალაქეები გააფრთხილა იმ პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით, რაც ევროპაში მოგზაურობას შეიძლება ახლდეს.
ბელგიის პოლიციამ, ბრიუსელის მთავარ აეროპორტსა და მეტრო სადგურზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელმაც 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ძებნის ოპერაცია გამოაცხადა.
ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.