"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განუმარტა, რომ ფონდს არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ფონდმა უარყო გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჩვენ სრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ეს განცხადება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე გააკეთა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "აუდიტორია 115"-ისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (23 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0108 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი დღეს ხურვალეთში, ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს დასავლეთთან, მათ შორის ნატო-სთან მეტი თანამშრომლობით და "მეტი წვრთნებით" უნდა უპასუხოს.
საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ ბრილდავთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თინა ხიდაშელი ბელგიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს გამოეხამურა და განაცხადა, რომ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები , თუმცა ტერორიზმზე პასუხი არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების შეზღუდვას და საზღვრების ჩაკეტვას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯებ ბუში მხარდაჭერას თედ კრუზს უცხადებს. ბუში თვლის, რომ ტეხასის სენატორი წარმოადგენს პარტიის საუკეთესო შესაძლებლობას, გაიმარჯვოს თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.
ბრიუსელის აეროპორტში გუშინ განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაახრაოუი დააკავეს. ამის შესახებ Reuters -ი იუწყება.
საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.