პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თსუ-ში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს, განათლების მინისტრს კი ავალებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალსა და ხელმძღვანელ პირებთან.
"საქართველო შეძრა ორი ფარულად გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოების გავრცელებამ, სადაც ნაჩვენები იყო ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოლიტიკოსები," ამის თაობაზე ბრიტანული "გარდიანი" წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი ოქტომბერში მოსალოდნელი არჩევნების წინ დაშინების კამპანიად მიიჩნიეს.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3575 ლარი გახდა. გუშინდელი კურსით კი 1 აშშ დოლარის ფასი 2.4175 ლარს შეადგენდა. გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0600 ლარი შეადგინა.
ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ლადო პაპავას და მის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს შორის შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრების პროცესი შეწყდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინათ, "მაესტროს" კრედიტორთა პოზიციის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
"მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი პრობლემა, გარდა ერთისა, რომელიც ეხება გადადგომას," აღნიშნული განცხადება თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ ცოტა ხნის წინათ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მას მიაჩნია, რომ მისი გადადგომა "არის უნივერსიტეტის ჩიხში შეყვანა, უნივერსიტეტის დაღუპვა".
საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებზე მუშაობის პირველი ეტაპი. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, გარდა ქალაქ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის.
ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილია ფარული ჩანაწერების მასალების გავრცელებაში, ხოლო ვინ დგას მის უკან, გამოძიება დაადგენს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააკეთა.
ლარი სტაბილურად მყარდება და შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს, - ეს განცხადება ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.