უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიუდეო ჩანაწერის გამოქვეყნების მორიგ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან.
პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეო მასალის ინტერნეტით გავრცელებასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტის, ლაშა ბერულავას დაკითხვა მიმდინარეობს. ბერულავას თქმით, საქმე ეხება ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მან Facebook -ის საუთარ გვერდზე აღმოაჩინა.
მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.
ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო მასალა გავრცელდა. "წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს," ნათქვამია ტექსტში, რომელიც ვიდეოს ახლავს. გავრცელებულ ვიდეო კადრებში პირების სახეები დაფარულია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრთან ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე საუბარი არ მქონია, გადადგომას არ ვაპირებ“, - აღნიშნული განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ guardian.ge-სთან საუბრისას გააკეთა.
პარლამენტი სპეციალური საარჩევნო უბნების ფორმირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვას იწყებს.
თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმს "მუხლებზე დააჩოქებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.