საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.

სრულად...

გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს კანცლერის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. გაფრინდაშვილმა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტები მის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და ეს არის ღირსების შემლახველი განცხადებები.

სრულად...

პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ვალდებულება დაეკისრებათ, გაზრდილი ფინანსური სახსრები მხოლოდ კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ მიმართონ და ადმინისტრაციული ხარჯები არ გაზარდონ.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს არაკორექტული, გაუწონასწორებელი და სასამართლოსადმი უპატივცემულო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

სრულად...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა დაადასტურა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

სრულად...

ჩვენ აპოლიტიკური დაწესებულება ვართ და პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თსუ-ს ფოიეში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სრულად...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, ჟურნალისტებს მოკლე და არაპირდაპირი პასუხი გასცა.

სრულად...

დღეს უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ვითარებაა, არ არის კანცლერი, ახლა რექტორის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი საერთო მმართველობის გარეშე დარჩება, - ეს განცხადება ლადო პაპავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

სრულად...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ.სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი