ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა.
საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
პოლიტიკაში "უცნობი, არაგამარგინალებული სახეების" გამოჩენის მომხრეა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ძალადობას არ ვაპირებ, დღეს-ხვალ ფაქსიმილიებს გადმოვიბარებ და დავნიშნავ ჩემს მოადგილეს, - ამის შესახებ "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტებს ხშირად ზედაპირული მიდგომები აქვთ რაღაც საკითხებზე და მას აქვს ახალი, ინოვაციური მოსაზრებები, რისი განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია ბევრად უფრო აკადემიური გახდეს ტელევიზია.
ევროკომისია საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.
გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა დარბაზი, აქაც იგრძნობა მათი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა არ გამოდის და ამას "არანაირი აზრი არ აქვს".
მაკედონიამ არალეგალი მიგრანტებისათვის საზღვარი მთლიანად ჩაკეტა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება მაკედონიამ სლოვენიის, ხორვატიისა და სერბეთის მიერ საზღვარზე ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ მიიღო.
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო წინადადებას ქორწინების თემასთან დაკავშირებით, ფრაქცია "რესპუბლიკელებიდან" საკუთარი ხელმოწერით დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე შეუერთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.