"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს და განმარტავს თუ რას ისახავს მიზნად "რესპუბლიკელებზე" შეტევა. მან ივანიშვილი და ღარიბაშვილი ხალხისადმი მიცემული სიტყვის დარღვევაში დაადანაშაულა და მათ მასზე პოლიტიკურ თავდასხმაში დასდო ბრალი.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ალექსი პეტრიაშვილის 4-საათიანი დაკითხვა დასრულდა. რესპუბლიკური საავადმყოფო უკომენტაროდ დატოვეს გამომძიებლებმა.
"ქალაქიდან შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად ჩანს, ამიტომ ბევრს ვივლით რეგიონებში" -ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთში განაცხადა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფი პრემიერ-მინისტრი შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს – საფარის მონასტერს ესტუმრა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო.
კოალიცია "ქართული ოცნება" განწირულია მარცხისთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არა თუ საზოგადოების ხმა არ ესმით, არამედ ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულ 10 მებრძოლს, პატივი მიაგო
არ ველოდები არანაირ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა ქვეყნის 2016 წლის ეკონომიკური ზრდის ახალ სამიზნედ 6.5%-7% დასახა. ამის შესახებ საჯარო განცხადება პრემიერმა ლი კექიანგმა გააკეთა და აღნიშნა, რომ წინ „დიდი ბრძოლა“ ელოდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.