საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 5 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება.

სრულად...

საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მომავალი წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ემუქრება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ აზებაიჯანიდან დამატებით 500 მილიონი კბ/მ მოცულობის ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა არსებობს.

სრულად...

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის „ზამანი“-ს ოფისების რეიდი მოაწყო, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზეთი სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა. პარასკევს, გვიან ღამით პოლიციამ სტამბულში გაზეთის რედაქციის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა და შენობაში შევიდა.

სრულად...

არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შემადგენლობის განსაზღვრა განხილვის თემა იქნება.

სრულად...

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

სრულად...

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

"ბათუმის წყლის" დირექტორი, ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

სრულად...

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა, თუმცა კალაძემ არ იცის როდის გაიმართება "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მომავალი შეხვედრა და შესაბამისად, რა პასუხს მიიღებს გიგანტური რუსული კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან.

სრულად...

ბუნებრივი აირის დამატებით  500 მილიონ კუბურ მეტრ მოცულობას საქართველო სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი