საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრი ავრცელებს.
დღეს "ქართული ოცნების" ოფისში 17:00 საათზე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. კოალიციის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის, "მრეწველების" წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შეეხება.
შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი კალიფორნიაში, სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. ნენსი რეიგანი, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, შეგუბებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ირანელი მილიარდერი ბიზნესმენი ბაბაქ ზანჯანი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC ირანის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
"არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია დასრულდა. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს". აქციაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ მისი სურვილია მრევლთან ერთად "ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად".
"ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა.
შეერთებული შტატების ეკონომიკას თებერვალში 242 000 სამუშაო ადგილი დაემატა, გაცილებით, 52 ათასით მეტი, ვიდრე ამას ეკონომისტები მოელოდნენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დონალდ ტრამპმა და ჰილარი ქლინთონმა, ბოლო პარტიული კონფერენციების და პრაიმერების შედეგების მიხედვით, თავიანთ პარტიებში წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.