შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს.

სრულად...

მოარული ხმები, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს და დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა - დავით უსუფაშვილი.

სრულად...

მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, სამიტში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

სრულად...

კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა კახა კალაძეს მიმართავს და მის განცხადებებს მცდარს უწოდებს. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 5 თებერვლის ინტერვიუში მინისტრმა არასწორი განცხადებები გააკეთა ატლანტიკური საბჭოს ანგარიშთან და საქართველოში გაზის მარაგთან დაკავშირებით.

სრულად...

2016 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვარის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სრულად...

ჩვენ არ ვართ შეშფოთებულები პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილების გამო - ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ განცხადება ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა, მანუელ გონსალეს ოროპეზამ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განუცხადა.

სრულად...

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო ერთ პირთან მოლაპარაკებებით და ეს ერთი პირი იყო ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესულია ირანული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელიც განხილვის პროცესშია.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატოს არ მოსწონს როდესაც მოსკოვი მსოფლიო დღის წესრიგში მონაწილეობს. ამის შესახებ მედვედევმა "ევრონიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი