დღეს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამხედრო მარშებს შეასრულებს.
კოალიციაში პარტია "ქართული ოცნება" წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებებზე, ისე დამარცხებაზე, პასუხისმგებლიც ის არის - ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს და განმარტავს, რომ პარტია "ეროვნული ფორუმი" კოალიციის დატოვებას არ აპირებს.
საქართველოში ზოგან ძალიან ბევრი ამომრჩეველია, ზოგან კი პირიქით, ეს ქმნის არათანაბარ ძალას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის იურისტმა არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაყოფის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფიმ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ირანში ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში თეირანში შეხვედრები გაიმართება ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ვიცე- პრეზიდენტთან.
მიუნხენის უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის ხელმძღვანელის, ვოლფგანგ იშინგერის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა გადაწყვეტა უკიდურესად რთულია.
"პუტინის იმპერია აუცილებლად ჩამოიშლება და საქართველო მზად უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის" - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას, სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. BBC კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება , რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
"ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგვანან. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა" - ილია მეორე.
"ბიძინა ივანიშვილს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდ მილიარდიანი ფუღურო" - გივი თარგამაძე.
აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმერ პუტინთან - აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ალექს ვატანკამ "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან საუბარში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.