ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ფილოსოფოსი, ზაზა ფირალიშვილი და ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ჰყავს.
ზიკას ვირუსთან ბრძოლას 56 მილიონი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ "როიტერსის" ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს.
სოციალურ ქსელში ხუმრობაც კი გაჩნდა – აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელებას.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ელექტრომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გახდა საჭირო.
თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით - 26 მაისამდე გაახანგრძლივა.
"კონკრეტული პოსტი არ არის ჩემი ამბიცია. მე ბევრად უფრო მეტი მინდა, ვიდრე უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. საქმე ეხება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.