ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი აზერბაიჯანის გავლით დღეს თბილისში შემოვიდა. თბილისიდან მატარებელი ფოთის პორტში შევა, საიდანაც ტვირთს გემზე გადაიტანენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ "აბრეშუმის გზის" პროექტი საქართველოში მეტ ინვესტიციას და მეტ სატაბილურობას მოიტანს.
საქართველოს პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.
თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამედ აშრაფ ღანის შეხვდა.
ორკვირიანი ინტენსიური მლაპარაკებების შედეგად, COP21 კლიმატის ცვლილების სამიტმა პარიზში შეთანხმებას მიაღწია იმის თაობაზე, რომ შეეცდებიან შეზღუდონ გლობალური ტემპერატურის ზრდა სულ მცირე 2C -ით.
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის, მტკიცებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის ორ წევრს შორის შეხვედრა შედგა, სადაც გურამ ოდიშარიამ მათ მისი მისამართით სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ მოუყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს.
სულ მცირე 21 გვამი აღმოაჩინეს მღელვარებით მოცულ ბურუნდის დედაქალაქის ქუჩებში, როგორც ამას BBC თვითმხილველებსა და პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ჰერმანის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ფინანსური დახმარების მიწოდებით.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით,“ - ეს განცხადება საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.