რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დანამატი არავისთვის დაუნიშნავს და მისთვის გაუგებარია აუდიტის მიერ დასახელებული ციფრები. ამის შესახენ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ კულტურის სამინისტროში გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას
"პრემიების საკითხი მთავრობის დადგენილებით არის მოწესრიგებული და თუ აქამდე მას ყოველთვიურად გავცემდით, ახლა ეს არის შეზღუდული, როგორც მოცულობაში, ისე რაოდენობრივად", - ეს განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ,- ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. როგორც guardian.ge-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ზარალის ოდენობამ 151 000 ლარს უკვე მიაღწია.
არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი, ეს ყველაფერი არის საჯარო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები ვერ ხედავენ, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ევროპის მოვლენებიდან გამომდინარე რთული ვითარებაა.
თუ აუდიტის დასკვნა, რომელიც ლაშა თორდიამ წარუდგინა საზოგადოებას, მართალია, მაშინ დღეს მე 50 000-ზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.