დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ ვინც ცხოვრობს საქართველოში- განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

სრულად...

"ამ საკითხთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი ინსინუაციებს აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალი დემოკრატები" არის ერთიანი, - ასე აფასებს"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ზალკალიანის მიერ პარტიის დატოვებას.

სრულად...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა და 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის გამოძიება მოსთხოვა.

სრულად...

ირაკლი ალასანიას პარტია ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, დავით  ზალკალიანმა დატოვა. ზალკალიანმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა, თუმცა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ საქმიანობას ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტროში განაგრძობს. ამის შესახებ გაზეთი "ალია" დღევანდელ ნომერში წერს.

სრულად...

რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს. როგორც მასალაშია აღნიშნული, კრემლი აცხადებს, რომ სირიაში წარმოებული ოპერაცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

სრულად...

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს იხსენიებს. 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.

სრულად...

პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის - მდინარა გიორგობიანის მიმართ მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას ინფორმაციის გავრცელებისას აქცენტებს უწუნებს. როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და აქცენტიც სწორედ ამ პროგრესზე უნდა გაკეთდეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  მთავრობას ინფორმაციის მოსახლეობამდე მიწოდების პრობლემა აქვს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მიერ მთავრობის ადმინისტრაციის, მაია ცქიტიშვილისათვის მიწერილ წერილში.

სრულად...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს" უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი