თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-სს მიაღწია, 245-მდე ადამიანი კი დაშავებულია, მათ შორის 48 მძიმე მდგომარეობაშია. ანკარაში მომხდარ აფეთქებას უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში "ზაგულბა" 3 საათს გაგრძელდა.
ანკარაში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. თურქული მედიის ცნობით კი, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი.
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ალი ხამენეის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ის ფაქტობრივად კრძალავს აშშ-სთან მოლაპარაკებებისა და განხილვების წარმოებას, მსოფლიო მედიაში და საექსპერტო-ანალიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავიდა, რადგან ახალმა ზელანდიამ ტონგა დაამარცხა (47-9). საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, ავტომატურად თამაშის უფლებას გულისხმობს.
თუკი არაფერი გაკეთდა, სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 152 მსჯავრდებული შეიწყლა. აქედან 103 პატიმარი დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო 49 -ს სხვადასხვა დოზით შეუმსუბუქდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის 14 ქალბატონია, 8 არასრულწლოვანი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის წვლილს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციაში, დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავის სამიტზე დააფასებს. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.