აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია, რადგან მიაჩნია, რომ "ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ [აფხაზეთში] და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ".
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 44%-ით არის შემცირებული, თუმცა ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა.
ამ დრომდე ძლიერი წვიმაა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყერული პროცესები ვითარდება. წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები, მათ შორის ავტოსადგურის ტერიტორია დატბორა.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს - 17:16.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3999 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3916 ლარს შეადგენდა.
ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას ქრთამის აღებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 50 000 ლარი, რომელიც აიღო კერძო კომპანიისთვის, პროექტის ხელმძღვანელის მომსახურებისთვის იყო განსაზღვრული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის სახელით, 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლება მომავალი წლის ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციულ ხარჯებს 57 მილიონით ზრდის, მაშინ როცა არ იგეგემება პენსიების მომატება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მერის გადადგომას ითხოვენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ნარმანია ვერ ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების უტყვი შემსრულებელი იყოს.
სახელმწიფო ერთ კილოგრამ მწიფე ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება 3 ლარად, ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენს კი 70 თეთრად ჩაიბარებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. BBC -ის ცნობით, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.