"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებივით ჩაატარებთ, არ გეგონოთ რომ ხავერდოვნად ჩაივლის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" სამი წარმომადგენელი სამართალდამცავებმა დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, ბრისტოლში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საკრებულოს წევრებმა საკრებულოს უკვე სრული და დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარუდგინეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დღეს დაიწყო. კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს სამუშაოზე პირველად გამოცხადდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა. დვალის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, ტყუილია.
ახლად დანიშნული ნოტარიუსი ვალდებული იქნება, პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობა მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში განახორციელოს, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. უარის შემთხვევაში, პირი ნოტარიუსად ვერ დაინიშნება. ამას, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულების სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბათუმის # 3 დაწესებულება აბსოლუტურად პასუხობს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რასაც კანონი ითვალისწინებს შესაბამისი რეჟიმის დაწესებულებისთვის, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ეს იყო აშკარა ხულიგნობის ფაქტი,"- ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკავების ფაქტს. მღებრიშვილი ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება მათი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მომხდარა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა, შვილებთან ერთად, კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.