საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი2"-ზე გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული საელჩოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შედეგად შევარდნაძის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო კი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში", "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა და იმედი დაიტოვა, რომ პოლიტიკოსებს "ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა განცხადება გუშინ საღამოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.
როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგი, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას
პრემიერ-მინისტრის სურვილია მასწავლებლის პროფესიული დღე მომავალ წელს უფრო დიდი პომპეზურობით აღინიშნოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი სესიაშვილი. იგი გულისწყვეტას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა აცხადებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ჯგუფს ძალადობისკენ მიმართულებას აძლევს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, დღეს 19:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულ აქტივისტებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ახლობლებმა პატიმრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სამმა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ. განცხადება, მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.