საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალურ ფასად 2.4086 ლარი განისაზღვრა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლის ფაქტებს განცხადებით ეხმაურება.
22 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 36 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მათ შორის – 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი – ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას პასუხობს. უსუფაშვილი კიდევ ერთხელ აქვეყნებს მის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელშიც მოსამართლეებს აზრის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს
გიგი უგულავას საქმეზე მთავარი პროკურატურა ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა BBC -ზე გადაცემა HARDtalk -ში განაცხადა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოების განწყობაზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.