საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 717 ადამიანამდე მიაღწია. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახამადაც მოსამართლე ირაკლი ადეიშვილს სასამართლო უფლებამოსილება არ გაუგრძელდა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

საუდის არაბეთში, წმინდა ქალაქ მექას სიახლოვეს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400 მორწმუნე დაშავდა. ინციდენტი მექადან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარე მინაში მოხდა. ამის შესახებ BBC საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა.

სრულად...

ეს არის სიყვარულის, განახლების, ქველმოქედების დღე, ასოცირდება გამარჯვებასთან, მშვიდობასა და სიკეთესთან, ეს დღე არის სიმბოლო სიკეთის გაარჯვებისა ბოროტებაზე, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე მეჩეთში შეკრებილებს, რომლებიც ყურბან-ბაირამის დღეასაწაულს აღნიშნავენ.

სრულად...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა.

სრულად...

ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს. ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე მიიღეს.

სრულად...

საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე წარადგინეს. დავით საგანელიძე მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4075 ლარად იქნება შესაძლებელი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი