კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე, წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა.
საბერძნეთში გამართულ რიგგარეშე საპრალამენტო არჩევნებში გამარჯვება კვლავ მემარცხენე იდეოლოგიის პარტია "სირიზამ" მოიპოვა. ამ დროისთვის ბიულეტენები თითქმის უკვე დათვლილია.
გადაცემა "მთავარ თემაში" სტუმრობისას ირაკლი ალასანიამ იმ მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც კოალიციას 2012 წლის არჩევნების მოგების შანსი მისცა. მისი თქმით, ივანიშვილისნაირი ოდიოზური ფიგურა ვერ შეძლებდა პოლიტიკაში მოსვლას, რომ არა სააკაშვილის შეცდომები, რაც მან 2007 წლიდან დაუშვა.
"წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება, რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ", ამ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს.
2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას აცხადებს და ამატებს, რომ "თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება".
გლდანში, ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
საბერძნეთის კონსერვატორების ახალი დემოკრატიის პარტიამ ალექსის ციპრასის მემარცხენე ფრთის სირიზასთან, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ქვეყნის მე-5 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, დამარცხება აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ, ამ წუთებში BBC ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მოსკოვის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორს, ვერიის მთავარესპისკოპოსს ევგენის მასპინძლობს.
საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა ჟურნალისტებთან გიგი უგულავას საქმის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ სამართლებრივი პროცესი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღსრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.