შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებს შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტ მი ენჰუას დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს პრეზიდენტს, დღეს, საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
2004 წელს სააკაშვილის გაპრეზიდენტების და აჭარაში აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ნაცმოძრაობის "რევოლუციურმა" ხელისუფლებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შეიმუშავა „ჰუმანიტარული შტურმის“ სტრატეგია
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერის დემონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული ბანერი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნეს.
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, იუე ბინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აგრეთვე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშროლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს.
ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირებულ ნეშტებს დღეს "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან" სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მოძრაობის შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მარშალ გელოვანის გამზირზე, კერძოდ მდინარე დიღმულაზე ხიდის დაკეტვაა. ხიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 120 დღით დაიკეტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.