ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაგიკ კარსლიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რაც მისი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიმართ ბოლო პერიოდში „ქართული მისიის“ და მოძრაობა "ახალი რეალობისთვის“ ლიდერების, გია კორკოტაშვილის და მერაბ შათირიშვილის მიერ გაჟღერდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში დაკარგული ოთხი ტურისტი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაცია ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში მორიგი, რიგით მე-10 შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება, მსხვილი ბულგარული ჰოლდინგი BACB კი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე აღინიშნა.
ჰიპერმარკეტ "გორგიაში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი არის დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
"ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, შაირ საფაროვმა ქრთამის სახით, 2 000 ლარი აიღო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სააკაშვილის და მისი "ნაცმოძის" ვოლუნტარისტული, უგუნური პოლიტიკის წყალობით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა აღიარა"! არადა, აგვისტოს ომამდე საქართველოს ამ რეგიონებში "სამშვიდობო ფორმატები" მუშაობდა.
შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შერიფ ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავა, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ბრალი წაუყენა.
"შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო, რაც მე ვნახე იქ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - ეს კომენტარი პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ჯარიმა - 14 381 385 ლარი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" დაეკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.