‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა მაია ფანჯიკიძემ, ნინო, გოგუაძემ, ვიქტორ დოლიძემ, თამაზ შიოშვილმა, თამარ კეკენაძემ და ირაკლი ქადაგიშვილმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ხურვალეთში, საოკუპაციო საზღვრის კილომეტრნახევრით გადმოწევა გააპროტესტეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, გლდანში კორპუსის ნაწილის აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი - დაშავდა. ამის შესახებ ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე განაცხადა. ნარმანიას თქმითვე, ნანგრევებში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა,–ამის შესახებ ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა.
მსოფლიოს ლიდერებმა ირანთან გარიგებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული აქტიურობები შეიზღუდება, რის სანაცვლოდაც დასავლეთი ირანს სანქციებს მოუხსნის.
გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი ქალი, მეორე კი მამაკაცია. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი დაღუპულის გარდა აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ 4 პირი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
„ბანკები ჩვენ გვეხება“ - ამ სლოგანით არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ინიციატივით, სექტემბერში მაღალი საბანკო პროცენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია „ბანკები ჩვენ გვეხება“ - გაიმართება.
დღეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა სინანული გამოთქვა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადების გამო, რისი მიზეზიც საბერძნეთის კრიზისი გახდა.
რთული იყო 10 წელი. გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა, ვინაიდან შვილები მყავდა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გერმანიის დედაქალაქში მკურნალობის ჩასატარებლად გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.