9 წელი, გასამართლებული 320 000 ადამიანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის მილიარდობით მიყენებული ზარალი არის რეალობა და ამას მოთმინება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "20/30"-ში განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიღებული იქნა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.“
გამოჩენილი ეგვიპტელი მსახიობი, ომარ შარიფი 83 წლის ასაკში, ქაიროში გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იტყობინება. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. შარიფი საყოველთაოდ ცნობილი ექიმ ჟივაგოში შესრულებული როლით გახდა.
რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობებზეც საპარლამენტო თანამშრომლობის მექანიზმები უნდა დამუშავდეს.
"ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ", - განაცხადა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ სასამართლო სხდომაზე.
აშს-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში საქმიანობის ვადა დაასრულა. ამერიკაში გამგზავრებამდე ნორლანდი მეუღლესთან ერთად ხევსურეთში იმყოფებოდა. შთაბეჭდილებების შესახებ დიპლომატი ფეისბუქის გვერდზე, მცირე წერილს აქვეყნებს სათაურით, "დაუვიწყარი საქართველო".
პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად, - ეს კომენტარი იუსტიციის მინისტრიმა, თეა წულუკიანმა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიერ რუსული ტელეარხის ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად საჭიროა რომელიმე ორგანიზაციის წევრობა, - ეს კომენტარი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა , ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში "ენტევესთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
გუშინ, ბაქოს სტადიონზე აზერბაიჯანელმა "გულშემატკივრებმა" საქართველოს დროშა დაწვეს... დღეს, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უსუსტესი, არასახელმწიფოებრივი(!) განცხადება გააკეთა.
რა თქმა უნდა, ფაქტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებს ეს ურთიერთობა, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.