სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაა საჭიროა, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ ეს თუ გააძლიერებს ქართველ ერში მომავლის იმედსა და რწმენას და დაამარცხებს საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ნიჰილიზმს.
ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
ბალხის პროვინციაში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის ტურნე დაიწყო. თამარ ბერუჩაშვილი პირველად არგენტინას ეწვია, სადაც ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან გამართა შეხვედრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 12 პირი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი, ბრალდებულის სახით დააკავა.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებები ინიცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ და მინისტრთა კაბინეტის წევრები მას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მან მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის ზონებიდან ნაშალი მასალისა და ქვიშის უმეტესი ნაწილი უკვე გატანილია. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს იმ სამი ადამიანის ძიება, რომლებიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმრის გლდანის ციხეში გარდაცვალება ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას მიერ სასტიკ წამებას უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.