"ქალი, რომელიც ცდილობს საქართველომ MAP-ი მიიღოს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ნაფტალი ბენდევიდი. სტატიაში საუბარია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტსა და საქართველოს პერსპექტივებზე.
ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება, 65 მილიონი ევრო 100 მილიონამდე გაზარდა.
რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რამდენიმე ქვეყანაში მის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს, რომელთაგან რამდენიმე მათგანი დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს, ერთი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში მითვისებულ პრივატიზებულ ობიექტებს შორის "მადნეულს", ასახელებს.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლარის დევალვაციაციასა და მის მიერ დაწყებული პროექტების შესახებ გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ფიფას" კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, იოზეფ ბლატერმა "ფიფას" პრეზიდენტის პოსტზე 17 -წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას ტოომას ჰენდრიკ ილვესს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს და ესტონეთის დელეგაციებმა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა.
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.