არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
პარლამენტარი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი შეიცვალოს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულეს. ჩვენმა სპორტსმენებმა ბოლო, მე-9 ტურში მასპინძელთა გუნდი ანგარიშით 2,5-1,5 დაამარცხა და ოქროს მედლები დაისაკუთრა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფების საკითხზე საუბარი საერთოდ არ არის. როგორც ყიფიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თან განაცხადა, ის მუშაობას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილია განცხადებაში.
ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას არ იწვევს.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2″ ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ნეპალში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. 1,4 მილიონს კი საკვები პროდუქტები ესაჭიროება.
დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ლიბიის ტელეკომპანიის ხუთი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ “როიტერსი” იუწყება.
ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი არუთუნ ირიციანი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.