"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში რეალური ცვლილებები წარმოადგენს.
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, კონკურენტუნარიანი იქნება.
მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება. კალაძის თქმით, მას არანაირი დაპირისპირება არც პრემიერთან და არც ლევან ყიფიანთან არ ჰქონია.
მთავრობა ლეგიტიმური, უფლებამოსილი და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში კიდევ ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს 100%-ით შეინარჩუნებს.
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, რომელიც აუცილებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით დასრულდება.
პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენებამ ნათელი გახადა, რომ ეს მთავრობა უუნარო იყო და ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები და პარლამენტის როლი განმარტა. უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები წარადგინოს.
ყოფილი დებუტატისა და იურისტის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მართალია, ხელისუფლებამ არ აღიარა, მაგრამ ნათელია, რომ მინისტრთა კაბინეტში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები ჩინოვნიკების საქმიანობაში არსებულ დანაშაულის ნიშნებს უკავშირდება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.