საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკაში ბანგლადეშში და ნეპალში ლევან ნიჟარაძე ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან ნიჟარაძემ კატმანდუში შეხვედრები გამართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებაში, მოყვანილი მიზეზი სიმართლეს სრულად შეესაბამება და მან მინისტრის პოსტი ოჯახთან დაბრუნების მიზეზით დატოვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 3,1% შეადგინა. პრემიერმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში გამონაკლისია, რაც მთავრობის ეფექტური გუნდის დამსახურებაა.
ბლუმბერგის ბანკთაშორის ბაზარზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.32-მდე გაუფასურდა. დილით ვაჭრობა 2.29-დან დაიწყო და რამდენიმე სააათში ლარი 3 თეთრით გაუფასურდა. ევროს მიმართ კი ლარის კურსმა 2.52-ს მიაღწია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება დააკმაყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებიდან არც ერთი შეასრულა, ამიტომ მთავრობის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
სოლიდარობის ფონდის მიერ ამ ეტაპზე 88 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა, აქედან 40 მათგანი საზღვარგარეთ გაიგზავნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ სასტუმრო “რედისონში” განუცხადა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ჰქონდა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თინა ხიდაშელისთვის ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოულოდნელი იყო. დეპუტატი ხოკრიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა იყო ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.