სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი 2013 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილის მდგომარეობით, უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სააგენტოს ფინანსურ საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი, მათ შორის არის უწყებას ხარჯთაღრიცხვის გეგმაში ისეთი ხარჯები, რომელიც გაწეული არ ყოფილა.
"ლარის კურსი იმიტომ კი არ დაეცა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დავით ბაქრაძე არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც სხვათაშორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად 75 ათასზე მეტი პრემია აქვს აღებული", – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა. ალასანია "დე-ფაქტო პრემიერს" ურჩევს, რაც შეიძლება დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ყველაფერი, რაც დღეს ხდება განპირობებულია იმ რეალური პოლიტიკური კრიზისით, რაც ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ერემეი ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, მაგრამ პრესკონფერენციის თემა არ კონკრეტდება.
- See more at: http://guardian.ge/2868-sportisa-da-akhalgazrdobis-saqmetha-ministri-levan-yifiani-thanamdebobas-tovebs.html#sthash.5UrbQYmG.dpufმოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.