საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ხელისუფლებას მოუწოდა სათამაშო ბიზნესის მიმართ გარკვეული რეგულაციები დააწესოს, რადგანაც, პატრიარქის თქმით, "კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე", რის გამოც "ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა".

სრულად...

არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც - ნათქვამია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. პატრიარქი წუხს, რომ ქართული სუფრის მიმართ ქართველი კაცის დამოკიდებულება შეიცვალა და ქართული სუფრა "ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, - ფარისევლურ ქება-დიდებად" , რაც უწმინდესის თქმით, "უნდა გამოსწორდეს".

სრულად...

,,მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა" (კორინ. 6,20) ,,ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით (ეს.61,10). ,,დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო..." (ზატიკი). 

სრულად...

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ქართველი პოპულარული მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, – ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. ქართველი მსახიობი მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. იგი გარდაცვლილი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

სრულად...

ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, - ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, იგი სწორედ მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში. 

სრულად...

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მომსწრე კიდევ ერთხელ გახდა. 

სრულად...

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. საპატრიარქოს ინფორმაციით, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.

სრულად...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენსიონერები აპრილის კუთვნილ პენსიას მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე აიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ამის შესახებ ნათქვამია აღდგომის დღის მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

სრულად...

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი