9 აპრილი არის სიმბოლო ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ქვეყნის პირველი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მეუღლესთან, მრჩევლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის გაუფრთხილებლად გათიშვებს სისტემური ხასიათი აქვს. კომპანიის მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული განცხადებები იმის თაობაზე თუ დროის რა მონაკვეთში შეიძლება შეუწყდეს ან აღუდგეს თბილისის ამა თუ იმ უბანს წყალმომარაგება, უმეტესწილად არ შეესაბამება სიმართლეს.
თბილისში, ვაჟა - ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის ოთხი მოქალაქის, ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილები სტუდენტები იყვნენ, კერძოდ, სამი მათგანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ერთი კი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ, ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პერეზენტაციაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ.
მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზადაა, მაგრამ სასურველი იქნება, რომ მათი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.