იტალიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ მილანის სასამართლოში ცეცხლი გახსნა. “ბიბისის” ცნობით, აღნიშნულ შემთხვევას ოთხი ადამიანი შეეწირა. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი გაქცევას ცდილობდა, თუმცა მისი დაკავება კარაბინიერებმა მაინც შეძლეს.
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანს ეწვია. ქვეყნის პირველ პირს ჩამპინოს აეროპორტში წმინდა საყდრის სახელმწიფოს წარმომადგენლები ნუნციუსი ედმონ ფარა და მამა ოუენ ქინანი დახვდნენ.
მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი საპატიო წესით, საპატიო ყარაულის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ საერთაშორისო "ექვსეულთან" ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების გაფორმების გარანტია არ არსებობს. "შესაძლებელია, რომ არასაიმედო მხარეს - საერთაშორისო "ექვსეულს" სურს ჩვენი ქვეყანა შეზღუდოს. არასოდეს ვყოფილვარ ამერიკასთან შეთანხმების მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი", - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დავით ქალიაშვილი და ნიკოლოზ ვეკუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. მსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
10 აპრილიდან საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში შედის.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თვის ბოლოს აზერბაიჯანის დედაქალაქს ეწვევა. 2015 წლის 27-30 აპრილს ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც ,,ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში” იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.