საქართველოს პირველი ლიგის გუნდის, ქედის “ბეთლემის” კაპიტანი არჩილ ფარტენაძე 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მისი გუნდი ბათუმში ყინულის დარბაზში ვარჯიშობდა, რა დროსაც ფეხბურთელმა გულის შეტევა მიიღო.
ირმა ინაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მასზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ არ მოხერხდა ადეიშვილისა და სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება, მაშინ საქართველოში ტერაქტები გაგრძელდება.
ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და საზოგადოებას ახსენებს თუ როგორ დაუპირისპირდა იგი მმართველ გუნდს, პრეზიდენტად არჩევისთანავე. ივანიშვილის თქმით, ასეთი რამ მას მსოფლიო პოლიტიკის ისტორიიდანაც კი არ ახსენდება.
ლევან იზორია ადასტურებს, რომ ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განაცხადებით, პოლიციელებისათის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, შესაძლოა კანონპროქეტი მომზადდეს
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სამართლიანად თუ უსამართლოდ ვაკრიტიკებთ დღევანდელ ხელისუფლებას, დღეს საქართველოში ისეთი რეალობაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ივანიშვილი საქართველოს დატოვებს და უცხოეთში გადავა საცხოვრებლად
საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრის ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
გუშინ მომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ე.წ. არამიანცის კლინიკასთან განუცხადა, სადაც მან დაჭრილი პოლიციელი მოინახულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კი, უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მადლსა და ადამიანის ბუნების სისუსტეზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციის თანამშრომლის, ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული იმ მღვდელმასახურების მიღებას ეხმაურება, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მათი პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.