უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს პირადი დაცვის დატოვება სთხოვა – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ უზენაეს სასამართლოში მომუშავე ერთ-ერთ პირზე დაყრდნობით წერს.
პოლიციელების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თითქმის დამთავრდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. მან ექიმებს დაჭრილის გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა და პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მასთან შეხვედრის სურვილი იქნება, ის მზად არის, მას დაუყოვნებლივ შეხვდეს.
ირმა ინაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას მკვლელობების შესაჩერებლად ბოლო შანსს აძლევს და მოუწოდებს მას ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზაციისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში მივიდა და მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. პრემიერი დღეს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრშიც მივა და დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს მოინახულებს.
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება, საბავშვო ბაღის სიტუაციას ჰგავს. არეშიძემ ეს, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას პოლიტიკოსების ატანა აღარ აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მირჩა დუშას შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა, ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირთან იყო.
დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიისცენტრის ექიმმა, პროფესორმა გია აზმაიფარაშვილმა განუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის „კვირის 20 30“-ში, ყველა გადაცემაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.