დეპუტატ ნაულ ჯანაშიას გარდაცვალების გამო 2015 წლის ოქტომბერში, მარტვილის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ პარლამენტის წევრი ნაულ ჯანაშია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან".
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი არ წარმოადგენს სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა.
ბოლო 11 წელიწადში საგზაო ინფრასტრუქტურას 3,253 მლრდ მოხმარდა, რაც 6400 კმ-ის დასაგებად იყო საკმარისი. საქართველოს გზებზე ყველაზე მეტი ფული იფანტება. 2004 წლიდან მოყოლებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გაწეული ხარჯი დაახლოებით 3,253 მილიარდი ლარია. მიუხედავად ამისა, უგზოობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და კიდევ უფრო აგრესიული მოქმედებებისთვის მზად იყვნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქამერონის განცხადებით, რუსეთს დასავლეთი იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე დასავლეთს რუსეთი. ქამერონის თქმით, დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ მისმა ერთიანმა ეკონომიკურმა გადაწყვეტილებამ, რუსეთზე დიდი გავლენა მოახდინა.
ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, საკუთარ თავსაც მივმართავ, სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების რადარებიდან გაქრობა, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" გააკეთა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე გრიგალავა guardian.ge -სთან საუბრისას, ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილ პირველ პირებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნისას მარტვილში უძრაობა იყო.
ორგანიზაცია “ივერია” საზოგადოებრივ მოძრაობად გარდაიქმნება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.