„ჩვენ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც არტილერიის პროფესიული დღე აღინიშნება.
დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიასა და სერბეთს დაახლოებით 28 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქამერონმა გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ენერგოსისტემაში უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული პროექტის– ,,შუახევიჰესის’’ დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვება მიულოცა და ისრაელის სახელმწიფოს წინსვლა უსურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე , თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დემონსტრაცია პარტიულ მიზნებს არ ემსახურება. მისი მთავარი მიზანი საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შექმნა და სწორ გზაზე დაბრუნებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 20 მარტისათვის 1 აშშ დოლარი 2.2230 ლარი, 1 ევრო კი 2.3768 ეღირება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს 0.0225 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0388 პუნქტით გაუფასურდა.
„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის იდეა ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არ განიხილება“. ამის შესახებ ოკუპირებული თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „იტარ-ტასთან“ საუბარში განაცხადა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.
21 მარტს დაგეგმილ აქციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართელოში რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება, მთავრობას კი ამ გამოხატვის დროს კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფა ევალება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.