ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
პრემიერ-მინისტრი ბენჯამინ ნეთანიაჰუ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. როგორც მან განაცხადა, იგი უკვე ელაპარაკა მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ლიდერებს ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე.
თურქეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ყარსის კავკასიური უნივერსიტეტის ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თუ რა მნიშვნელობა აქვს თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის და ასევე თურქებისთვის ქართული ენის შესწავლას.
პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებებს ნატო-სთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაჩენილი ანტიდასავლური ტენდენცია შემაშფოთებელია.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაზე ექსცესებს არ ელოდება. მისი განცხადებით, აქციამ მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს, რადგან უწყება სათანადოდო ემზადება იმისათვის, რათა დემონსტრაცია ცივილიზებულად ჩატარდეს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პირველი ქართველი და პირველი ვიცე-პრემიერია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერად დაასახელა. იგი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდა 34 ლიდერს შორის ერთადერთი ქართველია და ამ ტიტულით, შემდგომი საქმიანობების მიუხედავად, 7 წელი ისარგებლებს.
ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ყველანი თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქვეყნის დამსახურების მიხედვით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.