ეროვნული ბანკის მიერ ლარის დოლართან მიმართებაში ხვალინდელი ოფიციალური კურსის გამოცხადებამდე კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 2,2 ნიშნულს გადასცდა. "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვა 2.12 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ყიდვა 2.22.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
2017 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს გაზიფიცირება დასრულებული იქნება, ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს ხონის ცენტრში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია და 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ.
საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო. სააკაშვილის შესახებ კი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.
საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საპასუხოდ.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.
მერაბ ტურავა სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნინო კალანდაძეს, წლების განმავლობაში გაყალბებული დიპლომის გამოყენებაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია. დავით შავლიაშვილის ნაცვლად სხდომაზე მისი ერთ-ერთი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.