ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე, არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის არჩევანი ნინო გვენეტაძეზე შეჩერდა.
„არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა, თუკი ამის საჭირება იქნება, მაგრამ თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობას",- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და მისი ახალი ორგანიზაციაზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროექტები, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას,- განაცხადა ენერგეტიკის მინისრტმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "თი-ბი-სი" ბანკის მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების საკითხი სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დღეს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი ეწვევა. ნულანდი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და რეგიონულ საკითხებს მიეძღვნება.
საკმაოდ ემოციური იყო გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე გაკეთებული დღევანდელი განცხადება, რამაც მისი მომხრეები ცრემლებამდე მიიყვანა. როგორც უგულვამ განაცხადა, იგი ჭოჭმანობდა, საერთოდ მიემართა თუ არა შუამდგომლობისთვის, რადგან დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი ბრალდებით ისევ დააკავებენ
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა მისი პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძე ოფიციალურად წარადგინა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად უფსკრულისკენ მივექანებით, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.