მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან, კერძოდ კი დღგ-ს გადასახადისგან და K2 მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან კიდევ ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის. განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. ამ ეტაპზე ყაზბეგის, წალკის, თეთრიწყაროსა და ბაკურიანის საავადმყოფოების გამოსყიდვა იგეგმება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამნაცხადა: „ამერიკა არ აწარმოებს ომს ისლამის წინააღმდეგ, ჩვენ ომში ვიმყოფებით მათთან ვინც ისლამი გააუკუღმართა“. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
უმრავლესობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ალბათ წარადგენს ჩემს კანდიდატურას ვიცე სპიკერობაზე, სავარაუდოდ ამ სასესიო კვირაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.
ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასათვის აღკვეთის ღონისძიების 20 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილეს.
თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.