ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამგებლების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკო-ს მონაცემებით, მე-2 ტურში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს პირველადი მონაცემებით თბილისში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის, 541 უბნის მონაცემის მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,46%-მა მისცა.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 62.4%-მა მიიღო, ყველაზე დაბალი აქტივობა კი იყო ბათუმში, სადაც არჩევნებზე ამომრჩეველთა 26,01% მივიდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოქმედი ხელისუფლება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ტრადიციას ამკვიდრებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნები დაიხურა.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 12:00 საათისთვის, 258 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15.09%-ია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
საქართველოში პირველად არჩევნების მეორე ტური იმართება; მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ მოწოდებული, რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. როგორც კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, 10:00 სთ-ისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 117,409-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რვა თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში, მერისა და გამგებლის პოსტების დასაკავებლად, ერთმანეთს სულ შვიდი პარტიის 42 კანდიდატი უპირისპირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.