სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინ გატაცებას, სურთ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე საუბრისას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრებს ასაჯაროებს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „დიდგორი 2021“ ყველა უწყებაა ჩართული, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი კრიზისის მართვასა და უწყებათაშორის კოორდინაციას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში განაცხადა, სადაც, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 49 334 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 120 PCR ტესტით.
საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) მიერ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ორჯერ მონახულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამან „ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია“.
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სააკაშვილს ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.