უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

სრულად...

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ახალდანიშნულ ელჩს, ანა მარია შიკოს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით.

სრულად...

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

გლდანის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების ამსახველი ვიდეოკადრების კომენტირებისას „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” მესვეურებს უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი მოქმედებები არის იმდენად სამარცხვინო, რომ ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას ასეთი არაადამიანური მოპყრობა არავის და მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა სასამართლო პროცესზე ონლაინ რეჟიმში დასწრება, თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, რეალურად მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს სპექტაკლის დადგმა და მისი უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა სურთ.

სრულად...

ათი ათასობით მზადაა შემოგვიერთდეს დიდ საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომელსაც ასევე ვგეგმავთ. თავის პროტესტს გეგმავს ძალიან ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ჯგუფი. ეს ერთი დიდი ტალღა იქნება, რომელიც მარტო საპოლიციო ძალის იმედად დარჩენილ რეჟიმს ჩამოანგრევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

სრულად...

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

სრულად...

„არ დავმშვიდდები, ივანიშვილის ლეკვო, თქვენ პუტინის დავალებას ასრულებთ, ლეკვო ივანიშვილის, რა უნდა დავმშვიდდე. წამიყვანეთ ახლავე უკან რუსთავის ციხეში. მომისმინეთ კარგად, არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით... თქვენ ახლა ასრულებთ პუტინის ბრძანებას, თქვენა ხართ ნაძირლები, თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები. თქვენ ხართ მკვლელი, თქვენ შვილთაშილებს გაყვება, რომ თქვენ ხართ მკვლელი. თქვენ ყველანი ხართ მკვლელები. მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ... შენ, პუტინის ნაძირალა ჯალათო“, - ასეთი სიტყვებით მიმართავს მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მის დამშვიდებას ცდილობდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი